გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალის ფარგლებში ქვეყნის მართვის პროცესებში ახალგაზრდების როლზე და მათ ჩართულობაზე ისაუბრა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მონაწილეობს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალში, რომელიც მალტის დედაქალაქ ვალეტაში იმართება.
მინისტერიალის მთავარ მიზანს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპული ინსტიტუციების განვითარებაში ახალგაზრდების როლის ხაზგასმა წარმოადგენს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროპის ქვეყნებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
"გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე - ადგილობრივ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე უნდა გავაძლიეროთ ახალგაზრდობის ჩართულობა. საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით.
სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ ახალგაზრდების როლზე ვაკეთებთ.
ახალგაზრდების ჩართულობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თავისუფალი, მშვიდობიანი და დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც მშვიდობისა და ერთობის ხიდს ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, საქართველო აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმების განვითარებაზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები ხორციელდება, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველო შეუერთდა ევროპის ახალგაზრდული ბარათის პროგრამას - ეს ქართველ ახალგაზრდებს კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ შესაძლებლობებთან და აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესში.
მე-10 მინისტერიალზე მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - ახალგაზრდულ პოლიტიკაში მიღწეული შედეგები; ახალგაზრდული პოლიტიკის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა.
მინისტერიალზე მიიღეს დასკვნითი დეკლარაცია - „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის: ახალგაზრდული პერსპექტივები მოქმედებაში“, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს