
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"უნივერსიტეტში გატარებული წლები, აკადემიური ცოდნის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, განაგრძობთ განვითარებას და ღირსეულად გაივლით თქვენს პროფესიულ გზას.
მჯერა, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით ასახელებთ სამშობლოს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა, უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე მღებრიშვილთან ერთად, სტუდენტებს სიგელები გადასცა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 282 კურსდამთავრებული ჰყავს.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ასევე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს