Logo

გივი მიქანაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
285
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძეს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა უნივერსიტეტის პროფილურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

"საუბარი შეეხო საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღების კვოტების გადანაწილებასა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებას.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, განსახორციელებელი ინიციატივების განხილვისა და პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო წრეების ინფორმირების მიზნით, შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან გაიმართება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები