გივი მიქანაძემ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
"გივი მიქანაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.
შეხვედრის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ერთობლივი პროგრამების განვითარება, კვლევების განხორციელება და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების გაფართოება. განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებაზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს მასპინძლობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა