გივი მიქანაძემ ქუთაისის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა, არაერთი ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. როგორც პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო შემოქმედებითი წარმოდგენა შესთავაზეს.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოების ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
თაგები:
გივი მიქანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


