გივი მიქანაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა მათ იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნეს.
ღონისძიება "ლანჩხუთობა 2025"-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც მინისტრმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ქალაქის ცენტრში გამოფენილი ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები დაათვალიერა.
"ლანჩხუთობა 2025″ სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული – წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების შემოქმედება, ეთნო და საბავშვო სივრცეები და კულინარიული მასტერკლასები. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო ლანჩხუთელები. „ლანჩხუთობა“ საღამოს გალა კონცერტით დასრულდა.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა