გივი მიქანაძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
გივი მიქანაძემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და მათ სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრი, მთაწმინდის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჯილდოვდებიან, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს