
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და UNESCO-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.
"მინისტრმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობაზე, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე.
ხალედ ელ-ენანიმ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა, რომ ორგანიზაციამ მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების განვითარებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.
ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს