გივი მიქანაძემ პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით – „გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“.
გივი მიქანაძემ საუბრისას პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ქალაქ ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მასწავლებლები და ექსპერტები, რომლებმაც ინოვაციური პრაქტიკები, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ხედვები განიხილეს.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „ბლექსსა“ და ავეიროს პროფესიულ სასწავლებელს შორის, რაც საქართველოსა და პორტუგალიას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
თაგები:
გივი მიქანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


