Logo

გივი მიქანაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

პოლიტიკა
198
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების გაფართოების საკითხს და ქართული მხარის მიერ უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას. ასევე, სამედიცინო კუთხით პარტნიორობის გაძლიერებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პირდაპირი  კავშირების განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები