Logo

გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

პოლიტიკა
222
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობის საკითხებს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული შეთანხმებების განხორციელებისა და მათ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაფართოებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები