Logo

გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

პოლიტიკა
81
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ანა რიჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UNHCR-ს შორის არსებული მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი ხორციელდება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების სისტემის გაძლიერებასა და თითოეული ბავშვისთვის სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და სამომავლო ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები