
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იზაბელა კასტროჯოვანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ UNICEF-ის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტი.
მიქანაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიზნები სრულ თანხვედრაშია UNICEF-ის ახალი Country Programme Document-სა (2026–2030) და სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებულ 2026 წლის ერთობლივ სამუშაო გეგმასთან.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებაზე, ინკლუზიურ საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს