
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა რეგიონში ახალი ინიციატივების წარმატებით განხორციელების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებას ითვალისწინებს.
მხარეებმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებული ლოგისტიკის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
თავის მხრივ, სახელმწიფო რწმუნებულებმა ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოხატეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ბაია კვიციანმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ზაუტაშვილმა და მოადგილე ზაზა კვიციანმა, შპს „საგანმანათლებლო რესურსების" დირექტორმა მიხეილ ყუფარაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს