Logo

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მოილოცა

რეგიონები
284
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრმა გივი მიქანაძემ რაბათის ციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის მასშტაბით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

"ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვის და პროფესიისადმი ერთგულებისთვის.

უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რაბათის ციხეში ასევე ჩატარდა მეცნიერების ფესტივალი, რომელიც რეგიონებში მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების  მიზნით 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე ადგილზე გაეცნო მეცნიერების ფესტივალის მიმდინარეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს. ფესტივალში როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები, ასევე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სტარტაპერები და ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement