გივი მიქანაძემ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოსა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გივი მიქანაძის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოში STEM მიმართულებებით ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ტრანსნაციონალური განათლების დანერგვის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.
მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები - ზვიად გაბისონია, ბაია კვიციანი და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტი და ვიცე-პრეზიდენტი უილიამ ტონგი.
თაგები:
გივი მიქანაძე




