
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
"უსასყიდლოდ სასკოლო ფორმით ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხული არიან საქართველოს საჯარო სკოლებში“, - განაცხაად მიქანაძემ.
მისივე თქმით, უსასყიდლოდ გადასაცემი სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, ხოლო გოგონებისთვის – ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.
გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების რეალიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმში და უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს