გივი მიქანაძემ საუდის არაბეთის ელჩს უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს, სალმან აბდულრაჰმან ალ შეიხს უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივებს, მათ შორის, სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავების მხარდაჭერას. ასევე, სამეცნიერო მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებას.
თავის მხრივ, სალმან აბდულრაჰმან ალ შეიხმა პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოხატა.
თაგები:
გივი მიქანაძე




