
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ რაჰიმ საიძოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
"გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა განათლების სხვადასხვა საფეხურზე გამოცდილების გაზიარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა, თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს