გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
“პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ – წლევანდელ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგით ცხოვრების ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყებად.
საამაყოა, გერქვას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სწორედ ამ უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდნენ ჩვენი სახელოვანი ექიმები, რომლებმაც მსოფლიოში გაითქვეს სახელი და მათი დაარსებული სამედიცინო სკოლები დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
სახელმწიფოსთვის და პირადად ჩვენი მთავრობისთვის ძალიან აქტუალურია განათლებული და კვალიფიციური ახალგაზრდების არმიის შექმნა. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენი განათლებისა და განვითარების პროცესს.
ჩვენი ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეული თქვენგანის წარმატებაზე, სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და თქვენ ქმნით ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს. მჯერა, არასოდეს დაივიწყებთ ჰიპოკრატეს ფიცს და ძალიან მალე თქვენ აუცილებლად იტყვით თქვენს სათქმელს, როგორც შემდგარი პროფესიონალები”,- განაცხადა მიქანაძემ.
ღონისძიების ფარგლებში ფაკულტეტების საუკეთესო კურსდამთავრებულები გამოვლინდნენ. ახალგაზრდებმა ასევე დადეს საზეიმო ფიცი – მომავალი პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულების, თავდადებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვის პირობით.
2025 წელს უნივერსიტეტს 700-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს – მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამებიდან.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს