
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მრავალწლიან, მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
გივი მიქანაძემ თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკის ხელშეწყობით, საქართველოში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.
აღინიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოება გამორჩეული პრიორიტეტია. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომლის წევრებიც უახლოეს მომავალში დაიწყებენ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე.
თავის მხრივ, უსუფ თექინმა ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაძლიერებისა და საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დოკუმენტის დროულად გაფორმების მნიშვნელობას, რაც განათლების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
მინისტრების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ასევე ორი სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს