გივი მიქანაძეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნებული ორმხრივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
"შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მაღალ პოლიტიკურ დონეზე არსებული თანამშრომლობა და ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობა.
გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ალი ასადოვმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა დაუდასტურა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს