გივი მიქანაძე – არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე სახის მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი


ავტორი
Front News საქართველო
“2021 წლის 17 თებერვლიდან, იმ დროიდან, როდესაც საგამოძიებო კომისია შეიქმნა, დღეის ჩათვლით, არც ერთ ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე სახის მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი“-ამის შესახებ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.
“საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი და ამ პროექტში ასახა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლითაც ხდებოდა მანიპულაცია ვითომ გაყალბებულ არჩევნებზე. ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა არა მხოლოდ კომისიის წევრის სტატუსით, არამედ არ დასწრებიან არც ერთი კომისიის სხდომას, რის საშუალებასაც მათ აძლევს რეგლამენტი. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად ასევე არ გამოუგზავნიათ არც ერთი მტკიცებულება კომისიისთვის, რომ მომხდარიყო ამ მტკიცებულების სიღრმისეული შესწავლა და შეფასება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს