
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე პარტიის ლიდერს ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.
სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები”, – წერს მიქანაძე სოციალურ ქსელში.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ დავით არახამიასთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgivi.mikanadze.71%2Fposts%2Fpfbid02uBrR6njxXANSFU7EhvDDjwRAu2hN5kaEbt8q3x1r6Xuz8vzss5N8KjwL2N4zzThKl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”544″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს