გივი მიქანაძე – ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაშისტური საქმიანობის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში მომხდარი შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქანაძემ ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მმართველი გუნდის სახელით, გიგიაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„დღევანდელი ბრიფინგის დაწყება გვიწევს უმძიმესი ამბით, რომელიც ეხება ჩვენი გუნდის წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას. გუშინ წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით.
მინდა, ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლების მისამართით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:


გივი მიქანაძე – ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად არის მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში

გივი მიქანაძე – ეს განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული

ბიძინა ივანიშვილი – უმნიშვნელოვანესია 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაამარცხოს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“