გივი მიქანაძე – ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი გივი მიქანაძის ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე საქართველოს საკითხებზე დღეს მომხსენებლებს შეხვდებიან.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ინფორმაცია იქნება გაზიარებული ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
“დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, სადაც ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ. შეხვედრაზე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან. კერძოდ, საუბარი იქნება პროგრესზე, რომელიც მათი თბილისში ვიზიტის შემდეგ იყო მიღწეული.
დეოლიგარქიზაციასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები არის მყარი, გამართული და რაც მთავარია, არგუმენტირებული. ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან მათ ინფორმაცია მიეწოდებათ პირველი წყაროდან. იქნება არა მხოლოდ განცხადებები, რასაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ ფაქტები და არგუმენტები. ამიტომ, შეხვედრიდან პოზიტიურ გამოხმაურებას ველოდებით. ეს მეტ სიცხადეს შემოიტანს პროცესში, რაც დაკავშირებულია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.
თაგები:
გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე – ვარშავაში ვარ, კობახიძე, თალაკვაძე, ჩიქოვანი, წილოსანი და სეფაშვილი თბილისში არიან, “ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს თიანეთსა და თელავში შეხვდებიან

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხელვაჩაურსა და ოზურგეთში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან