გივი მიქანაძე – “ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა “ოცნების” კოორდინატორთან, ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხობში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან, რა დროსაც ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში ხელი დაარტყა.
“გვინდა გამოვეხმაუროთ ხობში მომხდარ ინციდენტს. ხობის N1 საარჩევნო უბანში მისული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ყორშია, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიასთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი და ეს კონკრეტული ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე განახორციელა საკითხის შესწავლა და ამ საკითხის მსვლელობას რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს