
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, საზოგადოება ხედავს რეალურად რა მიზნები ამოძრავებთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველანაირ მეთოდზე მიდიან მათ შორის, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების და გახლეჩის მიმართულებით.
“ეს შეიძლება ითქვას, რომ ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა, რაც ძალიან საგანგაშოა. როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი საჯაროდ საზოგადოებას გახლეჩისკენ მოუწოდებენ, ცდილობენ დააბულინგონ არამარტო პოლიტიკოსები, არამედ მათი ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და საზოგადოებაში შეიტანონ განხეთქილება, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს. ხდება მათი ლუსტრაცია გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს თუ რა მიზნები, რა რეალური ზრახვები ამოძრავებთ ამ ადამიანებს და კიდევ ერთი, ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველანაირ მეთოდზე მიდიან მათ შორის, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების და გახლეჩის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია და ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადოდ აფასებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს