
ავტორი
Front News საქართველო
პოლიციას როცა ძალადობით უვარდები, შეიძლება გარკვეული დაზიანებები მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება.
“ვხედავთ, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დიდი აგრესია მოდიოდა და საგნებს ისროდნენ. ეს უკვე აღარ არის მშვიდობიანი შეკრება და სცილდება კანონით განსაზღვრულ ფარგლებს. ყველამ კარგად ნახა, როგორ შეიჭრა ხაბეიშვილი პოლიციელებში და თან რა აგრესიით. ამ საკითხებს გამოძიება შეისწავლის და დაადგენს. პოლიცია საკუთარ მოქმედებას კანონის დაცვით ახორციელებს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის მიუხედავად, მოვალეობას პირნათლად ასრულებენ“, – განაცხადა მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს