
ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილმა თავისი პოზიციონირება რომ შეინარჩუნოს, ფაქტობრივად მისი ოჯახის წევრი ჩალაძე გამოჰყავს ერთ-ერთ კონკურენტად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა აღიარებს, მათ შორის „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული რადიკალური ფრთის წარმომადგენელი პარტიებიც, რომ „ნაცმოძრაობა“ უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას.
“როდესაც ეს შიდა დაპირისპირება ხდება, რეალურად მიხეილ სააკაშვილი დიდად არავის აღარ ახსოვს, მაგრამ სააკაშვილმა თავისი პოზიციონირება რომ შეინარჩუნოს, ფაქტობრივად მისი ოჯახის წევრი ჩალაძე გამოჰყავს ერთ-ერთ კონკურენტად. ამ კონტექსტიდან გამომდინარე ვხედავთ და ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი პარტიებიც, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ და უშუალოდ დაკავშირებული არიან, რომ პარტია უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს პროცესები აუცილებლად ამ პარტიის დაშლამდე მიიყვანს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს პარტია პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება ისე, რომ ვეღარასოდეს იარსებებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ POSTV-ის ეთერში.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს