
ავტორი
Front News საქართველო
უკვე მეორე დღეა, ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ, – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე “ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპულ საბჭოში იმყოფება.
“უკვე მეორე დღეა, ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ. რომელ რეალობას დავუჯერო არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ რაღაც “ნიუსი” შემომხვდა სოცქსელებში, სამყარო ერთი დიდი სიმულაციააო, შეიძლება ეგაა“, – წერს გივი მიქანაძე Facebook-ზე.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს