გივი მიქანაძე – ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს ერიცხებოდეს საქართველოში ადამიანს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან დაკავშირებული?


ავტორი
Front News საქართველო
“ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს, ერიცხებოდეს საქართველოში ადამიანს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებული?- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარია რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტია და ცნობილია, სად მიიღო განათლება და იქ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები.
“ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს, ერიცხებოდეს ადამიანს საქართველოში, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებული? წლების მანილზე, არა ერთხელ გვითქვამს, რომ ელენე ხოშტარია არის დაკავშირებული რუსეთის შესაბამის წრეებთან. ამის თაობაზე ყოველთვის იყო მისი მხრიდან მცდელობა, რომ ეს რაღაცნაირად თავიდან აეცილებინა, თითქოს ჩვენ ცილს ვწამებდით. ეს ადამიანი არის რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი, ვიცით, სად მიიღო მან განათლება და იქ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები. კიდევ აქეთ მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს. არანაირ ეთიკურ და მორალურ ნორმებში არ ჯდება“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე

სალომე ზურაბიშვილი – იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი!

გივი მიქანაძე – ეს ბანერები მხოლოდ და მხოლოდ იმ რეალობას ასახავს, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს

შალვა პაპუაშვილი – ნურავინ თავს ნუ იტყუებს და ნუ იმშვიდებს, ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ადგილი მიუჩინა