გივი მოდებაძე ახალგაზრდებს – ერთად გავიმარჯვებთ ჭიათურისთვის!

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ახალგაზრდებს შეხვდა.
“ახალგაზრდებო, თქვენს ხელშია საქართველოს მომავალი. დღეს უმრავლესობა თქვენგანი სტუდენტია. ეს მისასალმებელია. უნდა გახდეთ პროფესიონალი სპეციალისტები და შემდეგ დაუბრუნდეთ მშობლიურ ქალაქს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდების ხელშეწყობა მუნიციპალური საქმიანობის პრიორიტეტი იქნება, რათა თქვენ ჭიათურაში ღირსეულად დასაქმება შეძლოთ.
ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას და დარწმუნებული ვარ ამ პროცესს წარმატებით დავასრულებთ. ერთად ჭიათურის გამარჯვებისთვის!”, – განაცხადა მოდებაძემ
თაგები:
გივი მოდებაძე




