
ავტორი
Front News საქართველო
იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილი, 101 წლის ჭიათურელი ცოლ-ქმარი წუხელ ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ.
ნოე და მარო მუმლაძეების ტრაგიკულ დაღუპვას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე გამოეხმაურა.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილის ნოე და მარო მუმლაძეების ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
101 წლის ცოლ-ქმარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში,საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ.
ქალბატონ მაროს და ბატონ ნოეს ხშირად ვსტუმრობდი და ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი მათი სიყვარულის და თანაცხოვრების ისტორიას.
ერთ დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს აღესრულნენ.
თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც ამ კეთილშობილ მოხუცებს იცნობდა და გულშემატკივრობდა”, – აღნიშნულია ჭიათურის მერის სამძიმრის წერილში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს