გივი მოდებაძე კაცხის, ნავარძეთისა და ჯოყოეთის მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კაცხის, ნავარძეთისა და ჯოყოეთის მოსახლეობას შეხვდა.
“საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სოფელ კაცხში, ნავარძეთსა და ჯოყოეთში ჩავატარე. ადგილობრივებს საკუთარი კანდიდატურა წარვუდგინე.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მათი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. დასასრულს უახლოვდება გაზიფიცირების პროცესი. ამავდროულად, კაცხში აშენდა ტურისტული მოსაცდელი, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
თაგები:
გივი მოდებაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს