
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი უკრაინის იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჭიათურში იმყოფებიან.
გივი მოდებაძემ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მათ მშობლებს კი მშვიდობა უსურვა და ყველა სახის მხარდაჭერაზე თანადგომა გამოუცხადა.
“ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში ჭიათურის მერია,ჭიათურლები და ზოგადად, ქართველი ხალხი, თქვენს გვერდით ვდგავართ. შეძლებისდაგვარად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ჩვენთან ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად. ვიმედოვნებ, უკრაინაში მშვიდობა მალე დაისადგურებს და ეს ადამიანები თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უკრაინელებმა მადლიერება გამოხატეს ჭიათურის მერიის და მერის მიმართ, მათთვის ყველაზე რთულ ვითარებაში გამოჩენილი ყურადღებისთვის.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს