გივი მოდებაძემ ჭიათურაში ერთადერთ ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 98 წლის შაქრო გაჩეჩილაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
შაქრო გაჩეჩილაძე ომში 1942 წელს წავიდა და დასრულებამდე იბრძოდა. მონაწილეობდა რუმინეთისა და უნგრეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში, დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო მედლით. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, სამწუხაროდ, ის ერთადერთია ჭიათურელ ომის მონაწილეთაგან, რომელმაც წლევანდელი 9 მაისი იზეიმა.
"გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ ყველა ვეტერანს. ჩვენ ყოველთვის დავაფასებთ თქვენს თავდადებას, გმირობას და ერთგულებას.კიდევ დიდხანს ყოფილიყავით ამ ქვეყნად და გეზეიმოთ 9 მაისი. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, ქედს ვიხრი თქვენი და ჩვენი სახელოვანი ვეტერანების წინაშე“, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.
დღესვე, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ცერცვაძემ, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა ბათუ ღვალაძემ და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა 9 მაისის მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
თაგები:





