გივი თარგამაძე - ჩემს უსაფრთხოებაზე მიფიქრია, მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ, მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები

ავტორი
Front News საქართველო
ამაფეთქეს კიდევაც რუსებმა. მე მგონი, მაქვს უფლება, ვიფიქრო, რომ რუსეთის დაკვეთაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის თავისი ფეხით მივა პოლიციის სამმართველოში.
"ახლა გადავალ ბარემ რაც ახლოა, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. განაჩენები რით და როგორ ისაზღვრება საერთოდ არ ვიცი.
ჩემს უსაფრთხოებაზე მიფიქრია. მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ. მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები.
ამაფეთქეს კიდევაც რუსებმა. მე მგონი, მაქვს უფლება, ვიფიქრო, რომ რუსეთის დაკვეთაა", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს სასამართლომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ის სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
თაგები:
გივი თარგამაძე




