გივი თარგამაძე - მე მიმაჩნია, რომ დასასრული უფრო სწრაფად იქნება, ვიდრე აქამდე მეგონა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენსა და ბიძინას შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ის ამ ქვეყანას ვერ აღიქვამს, როგორც სახელმწიფოდ, ეს მას ნათქვამიც აქვს და მეორე, საერთოდ გონზე არ არის, როგორ იმართება მსოფლიო, ცივილიზაცია, მართლა სჯერა "დიფ სთეითის", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება სწორედ იმით, როგორც ექცევა თავისივე ყოფილ წევრებს.
"ახლა სუსში შიგნით რომ რუსები არიან მე საერთოდ არ მიკვირს. როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო კაგებისტური ოჯახის დიადი წარმომადგენელი მინდია ჯანელიძე, იმ პერიოდში რუსები შედიოდნენ გენერალური შტაბის შენობაში და გამოდიოდნენ ყოველდღე, როგორც უნდოდათ, ამიტომ ახლა როგორ უნდა გამიკვირდეს, რომ სუსში არიან. ამიტომ, ეს საკვირველი არ არის. ასეთი რეალობაა.
ამწუთას საქართველო კი არის გამოსული ბელარუსი, მაგრამ, მე ვფიქრობ, აქ ესენი ვითარებას ბელარუსივით ვერ დაიჭერენ იმიტომ, რომ იქ გრძელი და ბევრად უფრო ჩახვეული პროცესი იყო. მე მიმაჩნია, რომ დასასრული უფრო სწრაფად იქნება, ვიდრე აქამდე მეგონა. ახლა ის კი არ არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენ როგორ გვიჭერენ, თავიანთ ყოფილ წევრებს როგორც ექცევიან - წარმოუდგენლად სასტიკად, სწორედ ასეთი მოქმედებები ასრულებს ხოლმე ასეთ რეჟიმებს იმიტომ, რომ თავისიანებიც გამოელევათ, საბოლოოდ. გააგრძელოს ივანიშვილმა ამ რიტმით და მიიღებს საბოლოოდ შედეგებს.
გონებაშეზღუდული ხალხია, სინამდვილეში ესენი ფასადისთვის კი არ ცვლიან წინასაარჩევნოდ ხალხს კორუფციასთან ბრძოლით, არამედ ეს არის უბრალოდ ის, რომ ივანიშვილს სურს, თავისი ფული ყველასგან დაიბრუნოს.
ჩვენსა და ბიძინას შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ის ამ ქვეყანას ვერ აღიქვამს, როგორც სახელმწიფოდ, ეს მას ნათქვამიც აქვს და მეორე, საერთოდ გონზე არ არის, როგორ იმართება მსოფლიო, ცივილიზაცია, მართლა სჯერა "დიფ სთეითის", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
თაგები:
გივი თარგამაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს