“გლდანში მოქალაქემ ე.წ. კალონკა არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა”

ავტორი
Front News საქართველო
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გლდანში, მოქალაქემ წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა.
"კიდევ ერთი ამბავი უყურადღებობის, რის გამოც ამ სუსხიან ღამეში გაზის გარეშე 32 აბონენტი დარჩა.
გლდანში, მესამე მიკრო რაიონის მე-5 კორპუსის მცხოვრებლები ამ ღამეს სუსხიან ღამეს გაზის გარეშე დარჩნენ. მიზეზი მათი მეზობლის დაუდევრობაა, რომელმაც შემთხვევით, ან არაპროფესიონალი ხელოსნის წყალობით, წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა.
ხვალამდე კორპუსის მცხოვრებლებს გაზის გარეშე მოუწევს ყოფნა, რადგან ჩართვამდე სრულად უნდა გამოიდევნოს წყალი კორპუსის გაზის მილებიდან. ნუ ანდობთ არაპროფესიონალებს წყლის გამაცხელებლების და გაზის გამათბობლების მონტაჟს. ეს საშიშია", – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


