Global Finance-მა თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.
თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა და ბაზრის წილი.
ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც ჯილდო განაპირობა, თანამედროვე Bulk Cash-in აპარატია, რომელიც თიბისიმ, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, 2021 წელს დანერგა.
აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული – როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ.
ამ დროისთვის თიბისის ფილიალებსა და კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე ჯამში 100 აპარატია განთავსებული. აპარატებმა 2023 წელს 2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა