გლობალური მშვიდობის ინდექსით საქართველო 163 ქვეყანას შორის 95-ე ადგილზეა

ავტორი
Front News საქართველო
2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, საქართველო 163 ქვეყანას შორის 95-ე ადგილს იკავებს.
2021 წლის იმავე კვლევაში საქართველო 89-ე ადგილზე იყო.
კვლევას სიდნეიში ბაზირებული ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP) ყოველწლიურად აქვეყნებს.
მისი ოფისები განთავსებულია ნიუ-იორკში, ბრიუსელში, ჰააგაში, მეხიკოსა და ჰარარეში.
IEP მუშაობს პარტნიორთა ფართო სპექტრთან და თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან მშვიდობის ეკონომიკური ღირებულების გაზომვისა და კომუნიკაციის მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი პირველ ადგილზე დასახელდა“.





