
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებთ, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შესაბამისად, თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღეა 8 აგვისტოც – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.
თაგები:
გლოვის დღე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს