“გლოვოს” კურიერების პროტესტი გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
"გლოვოს" კურიერების პროტესტი გრძელდება. კომპანიის თანამშრომლები გაფიცულები არიან და სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. ისინი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან და აქციისთვის ემზადებიან.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დარჩეს ის ფინანსური სისტემა, რაც ამ მდგომარეობით არის. შეგვიცვალეს, ორ ეტაპიანი ფინანსური სისტემა შემოგვთავაზეს, რომელიც ჩვენს შემოსავლებს უპირობოდ შეამცირებს. ვითხოვთ დაგვისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, კომპრომისული წინადადებით. ჩვენი თვითმიზანი არ არის არც კომპანიის და არც მომხმარებლის დაზარალება. ჩვენ გვინდა, არ შემცირდეს კურიერის შემოსავალი. ვითხოვთ შეჯერებას ისეთი წინადადების და ფინანსური სისტემის, რომელიც არ დააზარალებს არც ერთ მხარეს"-აცხადებენ "გლოვოს" კურიერები.
"გლოვოს" თანამშრომლები კომპანიის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ ბონუსები მოუხსნეს და ანაზღაურება შეუმცირეს.
თაგები:





