გმირთა მოედნის ესტაკადაზე დაგეგმილი საპროფილაქტიკო სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერია გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის კვლევა-გამოცდის გეგმურ სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 19 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, 02:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 19 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, დღეგამოშვებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება გმირთა მოედნის ესტაკადაზე ამსვლელ ყველა პანდუსზე. კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხრიდან, გმირთა მოედნიდან მემორიალის მოპირდაპირე მხარეს ამსვლელ პანდუსზე, თამარ მეფის ხიდიდან და ზოოპარკის მიმდებარედ ამსვლელ პანდუსებზე.
შემდეგ ეტაპზე, 5 და 7 ივლისის ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას ქუჩიდან (სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მხრიდან) ამსვლელ ესტაკადაზე, რომელიც უკავშირდება მერაბ კოსტავას ქუჩას სპორტის სასახლის მიმართულებით და თამარ მეფის გამზირს.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს