გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
საზოგადოება
1613

ავტორი
Front News საქართველო
გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზის ხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა




