Logo

გოჩა კაკოიშვილი - მე მკითხონ როგორი დემოკრატები იყვნენ ეს ლიდერები, რომლებიც დღეს თავს დებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე

პოლიტიკა
3 საათის წინ / 14:37
Frontnews image description

"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გოჩა კაკოიშვილმა, რომელიც „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული, პატიმრობის პერიოდი გაიხსენა.

როგორც გოჩა კაკოიშვილმა აღნიშნა, დროებითი მოთავსების საკანში ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შეძლო.

"არის ხალხი, რომლებიც მე მიცნობენ. შვილებმა არ იციან, მაგრამ მისმა მშობლებმა ხომ იციან მე, ჩემს ოჯახს და ჩვენნაირებს რა დაგვმართეს. რატომ არის, ეს მშობლები და ეს უფროსი თაობა, ვინც იქ ბავშვებს აქეზებს, რომ არ ეუბნებიან და არ აჩვენებენ, თუ რა სიტუაცია და როგორი ცხოვრება იყო მაშინ. თავისუფლება და დემოკრატია იყო? დემოკრატია ახლა არის, სად იყო დემოკრატია.

მე მკითხონ როგორი დემოკრატია იყო მაშინ და როგორი დემოკრატები იყვნენ ეს ლიდერები, რომლებიც დღეს გამოდიან და თავს დებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე. ნუთუ სირცხვილი არ გააჩნია არცერთს?! როგორ ამბობენ, რომ ჩვენ ხალხზე ვიზრუნებთო. ვინ უნდა იზრუნოს ხალხზე - სააკაშვილის ყაჩაღებმა უნდა იზრუნოს ხალხზე? ვაშაძე იზრუნებს ხალხზე? გვარამია?- გვარამია პროკურორი იყო, როდესაც მე წამებაში მკლავდნენ“, - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

Advertisement