გოგა ბითაძე NBA-ში რჩება

ავტორი
Front News საქართველო
ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე კარიერას ფლორიდის შტატში, ორლანდო “მეჯიქის” შემადგენლობაში გააგრძელებს.
ბითაძე რამდენიმე დღის წინ ინდიანა “პეისერსმა” გუნდიდან გარიცხა. ბევრი საუბარი იყო დაბრუნდებოდა თუ არა ის ევროპაში, მაგრამ მის მიმართ NBA-ის გუნდები კვლავ სიმპათიით არიან განწყობილი და ქართველმა მეორე შანსი მიიღო.
ორლანდო ბითაძის განვითარებისთვის მშვენიერი ვარიანტია, ჯერ-ჯერობით კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.
“მეჯიქის” სტატისტიკა მიმდინარე სეზონში შემდეგნაირია: 24 მოგება და 34 მარცხი. ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან და “ფლეი-ინისთვის” აგრძელებენ ბრძოლას.
შეგახსენებთ, რომ ყველა დროის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია სწორედ ორლანდომ აირჩია დრაფტზე და მან პირველი სეზონი ფლორიდელთა რიგებში გაატარა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
კალათბურთი




