
ავტორი
Front News საქართველო
14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, კარები ჩაკეტილი გვქონდა გარედან, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს, – ამის შესახებ “ახალის” წევრმა გოგა ონიანმა განაცხადა.
“როდესაც გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანს სცემეს, წავედით საავადმყოფოში და 14 წლის ბავშვი დარჩა სახლში. ერთადერთი, ვისაც ეს ეცოდინებოდა, რა თქმა უნდა, იყო სუსი. მათ 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, კარები ჩაკეტილი გვქონდა გარედან, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს.
ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დასდევს და აშინებს 14 წლის ბავშვებს, ეს არის დამთავრებული ხელისუფლება, ასეთი რამ ალბათ, მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ არასრულწლოვნებს დასდევდეს სუსი და უგზავნიდეს ე.წ კრიმინალებს ანუ მათთან თანამშრომლობაში მყოფ ადამიანებს. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერს მწვანე შუქი აუნთო”, – განაცხადა ონიანმა.
დღეს საღამოს ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს და “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს გია ჯაფარიძეს.
თაგები:
გოგა ონიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს