Logo

გოგა ონიანი – აპირებენ ნიკა მელიასთვის პროვოკაციების მოწყობას და მის დაპატიმრებას

პოლიტიკა
785
Frontnews image description

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოგა ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს და სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკა მელიასთვის პროვოკაციის მოწყობასა და მის დაკავებას აპირებენ.

 

“ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილი პირების, მათ შორის ჩემი უკანონო დაკავებები ცხადყოფს მათ აგონიაში ყოფნას და იმ ბოლო წუთებს, რომლებსაც ითვლიან, თუმცა უფრო მთავარია ის ინფორმაცია, რომელიც ძალიან სანდო წყაროსგან მივიღე.

 

აპირებენ ნიკა მელიასთვის პროვოკაციების მოწყობას და მის დაპატიმრებას. ფიქრობენ, რომ ამით შეაჩერებენ იმ მუხტს, ბრაზს და აქტივობებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

 

მივმართავ ყველა აქტივისტს და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტს არ დაუშვათ ზემოაღნიშნული და გავაასმაგოთ მიხეილ სააკაშვილის და ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლა. უახლოეს მომავალში შემოგიერთდებით”, – წერს გოგა ონიანი.

 

გოგა ონიანი სუს-თან მიმდინარე აქციაზე დღეს დააკავეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები